ისპანახის სალათი ბეკონითManana5 апр. 2016 г.1 мин. чтения გემრიელი და მარტივი სალათი სასარგებლო ისპანახით. დაგვჭირდება:300-400 გ ქორფა ისპანახი200-300 გ შამპინიონი3 ფირფიტა ბეკონი1 თავი ხახვი2 ს.კ. ნუში2 კვერცხი2 ს.კ. ზეითუნის ზეთი2 ს.კ. ბალზამიკომარილიშავი წიწაკა კარგად გარეცხილ ისპანახს დავუმატოთ შებრაწული ბეკონი.კვერცხი კარგად მოვხარშოთ, გავჭღათ შუაზე და დავუმატოთ ისპანახს. ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად, შამპინიონი ოდნავ მოვთუშოთ ზეთში და ესიც დავუმატოთ სალათს.ნუში ოდნავ მოვხალოთ, შემდეგ დავაბლენდეროთ ზეითუნის ზეთთან და ბალზამიკოსთან ერთად. დავუმატოთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ ჩვენი დრესინგი სალათს. გემრიელად მიირთვით!