top of page

ფოლგაში გამომცხვარი ორაგული ტერიაკის სოუსით


ძალიან სასარგებლო, ძალიან გემრიელი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი კერძ ნამდვილი გურმანებისთვის.
დაგვჭირდება:
200გ ორაგული
200-300 გ ბროკოლი
1-2 სტაფილო
2-3 ღერი მწვანე ხახვი
2 ს.კ. თაფლი
2-3 ს.კ. სოიოს სოუსი
მარილი
შავი წიწაკა
1-2 ს.კ. სეზამის მარცვლები

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. ბრინჯის არაყი

ბროკოლი დავანაწევროთ, სტაფილო დავჭრათ რგოლებად.

თაფლი, სოიოს სოუსი, ბრინჯის არაყი კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე ნელ ცეცხლზე. ოდნავ უნდა გასქელდეს.

ბოსტნეულს მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიაკა. ზევიდან, ბოსტნეულის ბალიშზე დავადოთ ორაგულის ნაჭერი, გადავუსვათ ტერიაკის სოუსი, მოვაყაროთ სეხზამის მარცვლები და გადავახვიოთ ფოლგაში.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით. თევზი არ უნდა გამოშრეს, სულ რამოდენიმე წუთში იქნება მზად.

გამომცხვარ ორაგულს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

ორაგულს ტერიაკის სოუსით ძალიან მოუცხება ბრინჯის გარნირი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page