რიკოტას მაჭკატები მოცვის ჯემთან ერთად
გუშინ ძალიან კარგი ამბავი გავიგე, მოცვის წარმოებაში დიდი ინვესტიცია ჩაიდო და ეს არაჩვეულებრივი, სასარგებლო და არომატული კენკრა უხვად გვექნება.
უამრავი კარგი დესერტის მომზადება შეიძლება მოცვით. ამ დილით კი ყველაზე მარტივ და საოცრად გემრიელ მაჭკატებს ვამზადებთ მოცვის და ბეგქონდარას პიკანტური არომატით.
დაგვჭირდება:
2 კვერცხი
2 ს.კ. შაქარი
150 გ ყველი რიკოტა
100 მლ რძე
1 ლიმნის ცედრა და წვენი
1 ს.კ. ნორჩი ბეგქონდარას ფოთლები
1 ს.კ. თაფლი
0,5 ჩ.კ. სოდა
მწიკვი მარილი
ვანილი
1 ჭ. ფქვილი
150-200 გ მოცვის ჯემი
კვერცხი დაშაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოტთაფლი, შმდეგ რიკოტა (თუ ვერ იშოვეთ, კრემ ჩიზი ან სულაც ნადუღი გამოიყენეთ), რძე და კარგად მოვურიოთ. სოდა გავხსნათლიმნის წვენში და ესიც დავუმატოთ ცომს. ასევე, ლიმნის ცედრა, წვრილად დაჭრილი ბეგქნდარა, მარილი და ვანილი. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი, კარგად მოვურიოთ და დავაცხოთ მაჭკატები გახურებულ ზეთიან ტაფაზე, დაახლოებით 2-3 წუთი ორივე მხრიდან.
გამზადებული მაჭკატები გადმოვიტანოთ ქაღადის ხელსახოცებზე, ზედმეტი ზეთი რომ მოშორდეს. მოვასხათმაჭკატებს მოცვის ჯემი ან მურაბა.
გემრიელად მიირთვით!