top of page
Поиск

ტაილანდური კიტრის სალათი არაქისით

  • Manana
  • 6 апр. 2016 г.
  • 1 мин. чтения

დაგვჭირდება:

3 კიტრი

2 წითელი ბულგარული წიწაკა

2 სტაფილო

პატარაკონა ქინძი

1 ლაიმის წვენი

1 ს.კ. თაფლი

3 ს.კ. სოიოს სოუსი

მარილი

შავი წიწაკა

წითელი წიწაკა

2 ს.კ. ბრინჯის ძმარი

2 ს.კ. სეზამის ზეთი

100 გ არაქისი

კიტრს ამოვაცალოთ გული და დავჭრათ თხელ გრძელ ნაჭრებად. ასევე თხელ გრძელ ნაჭრებად დავჭრათ სტაფილო, ბულგარული. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

თაფლი, სოისო სოუსი, სეზამის ზეთი, ლაიმის წვენი, ძმარი, მარილი და წიწაკები შევურიოთ ერთმანეთს და კარგად ავთქვიფოთ. მოვასხათ ჩვენ სალათს ეს დრესინგი და მოვაყაროთ არაქისი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page