შოკოლაის ორცხობილები
დღეს შოკოლადის მარტივ და გემრიელ შოკოლადის ორცხობილებს გამოვაცხობთ.
დაგვჭრდება:
4 კვრცხი
200 გ შაქარი
200 გ კარაქი
100 გ ნიგოზი
200 გ შავი შოკოლადი
100 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
0,5 ჩ.კ. სოდა ძმრით
ვანილი
ორთქლზე გავალღვოთ შავი შოკოლადი და კარაქი, კარგად ავთქვიფოთ და შევათქვიფოთ კვერცხი, შემდეგ შაქარი, დაფქული ნიგოზი. კარგად მოვურიოთ, დავუმატოთ ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი, მარილი.
დავსვათ საცხობ ფორმაზე პატარა ორცხობილები და გამოვაცხოთ180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!