top of page

მარიამის სააღდგომო პასკა

გვიახლოვდება ბრწყინვალე აღდგომა და ჩვენც შარშანდელი სააღდგომო კერძების რეცეპტებთან ერთად რამდენიმე ახალსაც შემოგთავაზებთ.

დავიწყოთ ორი არაჩვეულებრივი რეცეპტით, რომელიც ჩვენმა მეგობარმა, მარიამ ტუღუშმა მოგვაწოდა. გთავაზობთ მათ უცვლელად:

ჩემი საყვარელი დღესასწაული არის აღდგომა. ათი წელია რაც პასკებს ვაცხობ და უკვე ტრადიციად ჩამომიყალიბდა. მართალია დიეტზე ვარ და ვერ გავსინჯავ, მაგრამ არც წელს დავარღვევ ამ ტრადიციას და ჩემ ოჯახს სახლში გამომცხვარ პასკებს მივართმევ. აქამდე არავის ვიკარებდი ამ საქმიანობაში, ახლა კი ჩემი შვილები მეხმარებიან და ეს ჩვენ დიდ სიამივნებას გვანიჭებს. ასევე ვაკეთებ ხაჭოს პასკას, რომლის გაკეთებასაც ვერ ვასწრებ, რომ აღარ არის. დღეს მე წარმოგიდგენთ ჩემს რეცეპტს.

ფქვილი 5 კგ, კარაქი 1,200 კგ, რძე 2 ლ, შაქარი 10 ჭიქა, საფუარი 4 ს.კ. კვერცხი 22 ც, ლიმნის ზეთი 2 ს.კ. კონიაკი 3 ს.კ. მუსკატი 2 ჩ.კ. კარდამონი 2 ჩ.კ. ქიშმიში 500. გრ. მომზადების წესი: საფუარში ვყრით ცოტა მარილს,1 ს.კ შაქარს და ვასხამთ 1 ჭიქა თბილ რძეს,ვურევთ და ვდგამთ თბილ ადგილას,ველოდებით აფუებას. ამასობაში ვაკეთებთ გოგლიმოგლს კვერცხითა და შაქრით,ვამატებთ რძეს,ფქვილს და საფუარს,კარგად მოვზილავთ და ვდგამთ 3 საათით თბილ ადგილას.აფუებულ მასას ვამატებთ გამდნარ კარაქს,ქიშმიშს და სუნელებს,მოვზელთ კარგად და ველოდებით ისევ სანამ ამოფუვდება, შემდეგ ისევ მოვზილავთ ცომს და ვდებთ ფორმებში. ისევ ველოდებით ცომის ამოსვლას და შემდეგ ვიწყებთ ცხობას. გემრიელად მიირთვით ❤

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page