მარიამის ხაჭოს პასკა
აქვე მინდა გაგიზიაროთ ხაჭოს პასკის რეცეპტი. ვისაც ცხობა ეზარება და ამავე დროს უყვარს გემრიელი პასკა, იდეალურია მისთვის.
მომზადებისთვის დაგჭირდებათ: 10 კვერცხი, 1 ქილა მაწონი, 3 ლიტრა რძე, 300 გრ შაქარი, 300 გრ კარაქი, 2 შეკვრა ვანილი, 1 ჩ.კ. კარდამონი, 1 ჩ.კ. მუსკატი, 300 გრ ქიშმიში, 300 გრ მოხალული ნიგოზი ან ნუში მომზადების წესი: ავადუღოთ რძე და ჩავასხათ ათქვეფილი კვერცხი და მაწონი, ვურიოთ იქამდე სანამ მასა აიჭრება, შემდეგ გადავწუროთ საცერზე და დავტოვოთ რამდენიმე საათი. სითხე რომ ჩამოიწურება კარგად და გაგრიდება, ეს მასა კარაქათან და შაქართან ერთად ავთქვიფოთ და დაუმატოთ ვანილი, სუნელები, ქიშმიში და ნიგოზი. ჩავდოთ სასურველ ფორმაში და გავაციოთ მაცივარში.
მიირთვით გემრიელად ❤