top of page

ბატკნის ნეკნები პიტნიანი მაწვნის სოუსით


გაზაფხული სწორედ ის დროა, როცა უხვად გვაქვს ქორფა მწვანილი და ჩვენ ვამზადებთ არომატულ კერძებს ბატკნის და ხბოს ხორცისგან. დღეს შევწვავთ საოცრად გემრიელ ბატკნის ნეკნების და მოვამზადებთ მაწვნის სოუსს, რომელიც განსაკუთრებით ეხამება ბატკნის ხორცს.

რათმქაუნდა, ეს კერძი დაამშვენებს ნებისმიერ სააღდგომო სუფრასაც.

დაგვჭირდება:

8-10 ნაჭერი ბატკნის ნეკნები

4-5 კბილი ნიორი

1 ს.კ. როზმარინი

1 ს.კ. ხმელი ორეგანო

4 ლიმნის წვენი (ან ლიმნის და ლაიმის)

100 მლ ზეითუნის ზეთი

150 მლ მშრალი წითელი ღვინო

მარილი

შავი წიწაკა

პიტნის და იოგურტის სოუსისთვის:

პატარა კონა მწვანე ხახვი

1 კონა პიტნა (დაახლოებით ნახევარი ჭიქა უნდა გამოვიდეს რომ დავჭრით)

პატარა კონა კამა

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. ლიმნის წვენი

200 გ მაწონი

მარილი

შავი და წითელი წიწაკა

ნიორი დავჭყლიტოთ, დავუმატოთ როზმარინი, ორეგანო, მარილი, წიწაკა. ერთად კარგად მოვურიოთ, დავუმატოთ ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, წითელი ღვინო და კიდე კარგად მოვურიოთ. ჩავდოთ ამ მარინადში ჩვენი ბატკნის ნეკნები და გავაჩეროთ მინიმუმ 3-4 საათი. უმჯობესია თუ მთელი ღამით მაცივარში შეინახავთ.

ამასობაშ, მოვამზადოთ მაწვნის სოუსი. მწვანე ხახვი, პიტნა, კამა, წიწაკები ლიმნის წვენი და ზეითუნის ზეთი დავაბლენდეროთ კარგად. შემდეგ დავუმატოთ მაწონი, მარილი გემოვნებით და შევდოთ მაცივარშ 1-2 საათით,რომ კარგად გაუჯდეს არომატები.

ბატკნის ნეკნები ამოვიღოთ მარინადიდან, კარგად მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევბრაწოთ გრილზე ან სქელძირიან ტაფაზე ორივე მხრიდან 5-7 წუთი. შემწვარ ხორცს გადავაფაროთ ფოლგა და დავასვენოთ 10-15 წუთი. შემდეგ კი გადავიტანოთ თეფშზე, მივუდოთ გვერდზე მაწვნის სოუსი, გარნირისთვის კი შევბრაწოთ ახალი კარტოფილი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page