ინდაურის რულეტი პესტოს და მწვანე ბარდას სოუსით
პასკების გარდა, სააღდგომო სუფრისთვის კიდე რამდენიმე საინტერესო და ძალიან გემრიელი რეცეპტი შევარჩიეთ. ჩვენი დღევანდელ რეცეპტში ინდაურის მკერდია გამოყენებული, მაგრამ ასევე შეგიძლიათ მოზრდილი ქათმის მკერდითაც მოამზადოთ.
დაგვჭირდება:
750-800 გ ინდაურის ფილე
250 გ ყველი რიკოტა ან უბრალდ ნაზი ნადუღი
125 გ მწვანე ბარდა (კონსერვირებული არ გამოიყენოთ, გაყინული შეიძინეთ)
1 ლიმონი
2 -3 კბილი ნიორი
ცოტ-ცოტა ოხრახუში, კამა და ბაზილიკი (ან შაშკვლავი)
50 გ სოუსი პესტო
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. კარაქი
მარილი
წიწაკების მიქსი
ინდაურის მკერდი გავასუფთავოთ და ცოტა დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკები.
რიკოტას შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები,ლიმნის წვენი და ცედრა. შემდეგ შევურიოთ მწვანე ბარდა და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ მარილი და წიწაკები.
ხორცის ფილე გავშალოთ დაფაზე, ზევიდან დავდოთ რიკოტას შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტივით. დავამაგროთ კულინარიული ძაფით და მოვბრაწოთ ტაფაზე ზეითუნის ზეთში ყველა მხრიდან.
ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ პესტოს, დავუმატოთ კარაქი და კარაგდ მოვურიოთ.
გადავუსვათ პესტოს სოუსი ჩვენ ინდაურს და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობათ დაახოლებით 1 საათით.
გამზადებულ რულეტს მოვაშოროთ ძაფი, გავაჩეროთ 10-15 წუთი და დავჭრათ ლამაზად.
გემრიელად მიირთვით!