პასკა თაფლით და ქიშმიშით
დღეს კიდე ერთი ძალიან არომატული და გემრიელი თაფლის პასკის რეცეპტს გთავაზობთ.
დაგვჭირდება:
500 გ ფქვილი
3 ჩ.კ. მშრალი საფუარი
100 გ თაფლი
7 კვერცხი
400 გ კარაქი
2 ჩ.კ. მარილი
100 გ ქიშმიში
100 გ ნუში ან ნიგოზი
100 მლ რომი ან კონიაკი
ვანილი
1 ლიმნის ცედრა
დანის წვერზე მუსკატი
დანის წვერზე კარდამონი
ცალკე -2 კვერცხის გული
2 ს.კ. შაქრის პუდრა
ქიშმიში წინა დღეს მოვამზადოთ: კარგად გავრეცხოთ,შევაშროთ და რომი დავასხათ. გადავაკრათ პლასტიკი და გავაჩეროთ ასე 24 საათი.
ფქვილში გავხსნათ საფუარი, შემდეგ დავუმატოთ თაფლი, კვერცხი და კარგად მოვზილოთ. შემდეგ დავუმატოთ მარილი, დარბილებული კარაქი და ისევ მოვზილოთ. ცომი უნდა გამოგვივიდეს რბილი და წებოვანი. ვზილოთ, სანამ არ მოშორდება ჯამის კედლებს, შემდეგ კი გადავაფაროთ ჩაის ტილო და 2 საათით დავტოვოთ ამოსაფუებლად.
ამოსულ ცომს დავუმატოთ სუნელები, ქიშმიში თავის რომიანა, მოხალული ნიგოზი და ისევ კარაგდ მოვზილოთ. გადავდოთ კიდე 1,5-2 საათით ამოსაფუებლად.
ბოლოს ცომი მოვათავსოთ ფორმებში (ნეხავრად შევავსოთ, რადგან კარგად ამოვა), დავტოვოთ 30 წუთით ბოლოჯერ ამოსაფუებლად. ზევიდან პასკებს გადავუსვათ კვერცხის გული და მოვაყაროთ ცოტაოდენი ნუშ ან ნიგოზი. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
გამომცხვარ და გაგრილებულ პასკებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!