მარწყვის, ავოკადოს და ისპანახის სალათი პეკანით
პასკებთან და სადღესასწაულოდ მომზადებულ ხორცთან ერთად რამდენიმე საინტერესო და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტიც შევარჩიეთ.
ნელ-ნელა მარწყვიც შემოგვეპარა, ფასიც ადეკვატური აქვს, ჰოდა დღეს ჩვენც ვისარგებლებთ ამით და უგემრიელეს სალათს მოვამზადებთ.
დაგვჭირდება:
1 მწიფე ავოკადო
500 გ ქორფა ისპანახი
1 თავი ხახვი
500 გ მარწყვი
150 გ პეკანი
100 გ ფეტა
დრესინგისთვის:
1 ს.კ. ლიმნის წვენი
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
2 კბილი ნიორი
2 ს.კ. ზითუნის ზეთი
3 ს.კ. მაწონი
3 ჩ,კ. ყაყაჩოს თესლი
შავი წიწაკა
მარილი
კარგად გავრეცხოთ და ოდნავ მოვწალოთ ისპანახი (ზუსთად 1 წუთით ჩავდოთ ადუღებულ წყალში, შემდეგ გავავლოთ ძალიან ცივი წყალი და გადავწუროთ ) ისპანახს დავუმატოთ დაჭრილი ავოკადო, თხლად დაჭრილი ხახვი და მარწყვი. დავფშვნათ ფეტა და ისიც დავუმატოთ სალათს.
დრესინგისთის კარგად ავთქვიფოთ ზეთი, ლიმნის წვენი, მარილი, შაქარი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი. დავუმატოთ მაწონი და ყაყაჩოს თესლი, კარგად მოვურიოთ და მოვასხათ ჩვენ სალათს.
ბოლოს მოვაყაროთ ოდნავ მოხალული პეკანი.
გემრიელად მიირთვით!