ძალიან გემრიელი პასკა
ვაგრძელებთ განსაკუთრებით გემრიელი პასკების რეცეპტების შეგროვებას და დღესაც გთავაზობთ ერთ-ერთს.
დაგვჭირდება:
1,5 კგ ფქვილი
2 ს.კ. მშრალი საფუარი
500 მლ რძე
10 კვერცხის გული
300 გ კარაქი
500 გ შაქარი
ვანილი
0,5 ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. რომი ან კონიაკი
0,5 ჩ.კ. მუსკატი
0,5 ჩ.კ. კარდამონი
3 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
150 გ ქიშმიში
150 გ ნიგოზი ან პენაკი
3 კვერცხის ცილა
300 გ ფქვილს შევურიოთ საფუარი, შემდეგ დავუმატოთ 2 ს.კ. შაქარი და შემთბარი რძე. მოვურიოთ და დავტოვოთ 30 წუთით ამოსაფუებლად. ამიშ შემდგე, დავუმატოთ კიდე 200 გ ფქვილი, მოვურიოთ, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ 1 საათით.
კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, დამდნარი კარაქი, კონიაკი და კარაგდ მოვურიოთ. შემდეგ შევურიოთ ამოფუებულ ცომს. მოვზილოთ, დავუმატოთ სუნელები, ცედრა, დარჩენილი ფქვილი და კიდე კარგად მოვზილოთ. რაც უფრო დიდხანს ვზელთ, მით უფრო ფაფუკი და გემრიელი იქნება ჩვენი პასკა. ნუ დაიზარებთ. მოვზილოთ ცომი, სანამ არ მოშორდება ჯამის კედლებს, შემდეგ კი გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ კიდე 1-2 საათით.
კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და შევურიოთ ჩვენ ცომს, ასევე შევურიოთ ქიშმიში და ნიგოზი, შემდეგ კი გადავდოთ ცომი ფორმებში (მხოლოდ ნახევრამდე უდნა ავავსოთ ფორმები) და დავტოვოთ ბოლოჯერ ამოსაფუებლად დაახლოებით 40 წუთით.
ვაცხობთ პასკებს 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი, შემდეგ კი ტემპეტარურას 160 გრადუსამდე ვუწევთ და კიდე 30-40 წუთი ვაცხობთ.
გამომცხვარი პასკები წამოვაწვინოთ გვერდულად და რომ გაგრილდება მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გენმრიელად მიირთვით!