top of page

ხორცის ტერინი შავი ქლიავით, კურაგით და ნიგვზით


ტერინი (Terrine) — საფრანგეთში ასე უწოდებენ ბოსტნეულის, ხორცის, ფრინველის ან თევზისგან მომზადებულ კერძს, რომელიც პაშტეტს ჰგავს კონსისტენციით, მაგრამ მომზადების წესით განსხვავდება.

მოახლოვებული აღდგომის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ გთავაზობთ ტერინის სადღესასწაულო ვერსიას, რომელსაც მოვამზადებთ ქათმის და საქონლის ფარშისგან და შევკაზმავთ ნიგვზით, ჩირით და სხვა გემრიელობებით.

დაგვჭრდება:

600 გ საქონლის ხორცის ფარში

200 გ ქათმის ფარში

100 გ ქათმის ღვიძლი

1-2 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

7 ცალი შავი ქლიავის ჩირი

7 ცალი კურაგა

70 გ ნიგოზი

1 კვერცხი

ზეითუნის ზეთი

50 მლ პორტვეინი

0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა

მარილი

წიწაკა

კურაგა და შავი ქლიავი კარგად გავრეცხოთ და დავასხათ მდუღარე წყალი. გავაჩეროთ 5-10 წუთი და გადავწუროთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ ბეგქონდარა და წვრილად დაჭრილი ქათმის ღვიძლი. ოდნავ კიდე მოვთუშოთ.

ორივე სახის ფარში, კვერცხი, ღვინო, ღვიძლის მასა კარაგდ ავზილოთ ერთად, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, მსხვილად დაჭრილი კურაგა და შავი ქლიავი, ასევე მსხვილად დანაწევრებული ნიგოზი.

ოთხკუთხედ კექსის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვათვასოთ შიგნით გამზადებული მასა, ზევიდანაც გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 2 საათით. ამის შემდეგ, მოვაცალოთ ფოლგა და გამოვაცხოთ კიდე 10 წუთი.

გამომცხვარი ტერინი გავაგრილოთ ფორმაშვე, შემდეგ შევდოთ მაცივარშ მინიმუმ 1,5-2 საათით. ამის შემდეგ, გადმოვიღოთ ტერინი ფორმიდან და დავჭრათ თხელ, ლამაზ ნაჭრებად.

ტერინს განსაკუთრებითმოუხდება წითელი მოცხარის სოუსი, რომლის რეცეპტიც შეგვიძლია მოვძებნოთ აქ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page