top of page

გამომცხვარი ხბოს ბარკალი ტარხუნის ტყემლით


ტარხუნის ტყემალი - სრულიად არაჩვეულებრივი აღმოჩენაა, რომელიც საოცრად ეხამება ხბოს ხორცს, აღდგომის დღესასწაულს და გაზაფხულს.

დაგვჭრდება:

ხბოს ბარკალი

2ლიმნის და 1ლაიმის წვენი

1 ლ მაწონი

2 თავი ახალი ნიორი

2 დიდი კონა პიტნა

100 მლ ზეითუნის ზეთი

250 მლ თეთრი მშრალი ღვინო

მარილი

შავი წიწაკა

ცალკე:

1 კონა ტარხუნა

პირველ რიგში, დავამუშავოთ ხორცი. კარგად გავრეცხოთ და მოვაჭრათ ზედმეტი ქონი. ჩავჭრათ ხორცი რამოდენიმე ადგილას, გავუკეთოთ პატარა ჯიბეები.

მაწონში ავურიოთ ლიმნის და ლაიმის წვენი, ჩავჭრათ ერთი თავი ახალი ნორი თავის მწვანე ღეროიანად და ცოტაოდენი პიტნა. ჩავდოთ ამ მარინადში ხბოს ბარკალი დაახლოებით 4-6 საათით (შეგიძლიათ მთელი ღამეც გააჩეროთ).

ამის შემდეგ, ამოვიღოთ ბარკალი მარინადიდან, გავავლოთ წყალი, კარგად გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ჩავალაგოთ ჩაჭრილ ჯიბეებში მთელ-მთელი ნივრის კბილები (თუ დიდია, ორად გავყოთ).

ზეითუნის ზეთში გავხსნათ მარილი და წიწაკა, ჩავჭყლიტოთ 3-4 კბილი ნიორი და პიტნა. კარგად დავაბლენდეროთ ეს მასა და გადავუსვათ ბარკალს ორივე მხრიდან.

შევდოთ 220 გრადუსამდე გახურებილ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით. ხორცი რომ გაოქროსფერდება, გადმოვაბრუნოთ, გადავუსვათ კიდე სუნელებიანი ზეთი და გავაგრძელოთ ცხობა. 25-30 წუთის შემდეგ, ტემპერატურს დავუწიოთ 160 გრადუსამდე, ჩავასხათ საცხობ ფორმაში ღვინო და გავაგრძელოთ ცხობა კიდე დაახლოებით 2-3 საათი (დამოკდებულია ბარკლის სიდიდეზე) შუალედში ხორცს კიდე 2-ჯერ მაინც გადავუსვათ ჩვენი პიტნის დრესინგი.

იდეალური იქნება ახალი კარტოფილის გარნირი.

რაც შეეხება ტარხუნის ტყემალს, მისი მომზადება უმარტივესია. 1ლ გამზადებულ ახალ მწვანე ტყემალს შევურიოთ 1 მოზრდილი კონა დაბლენდერებული ქორფა ტარხუნა. სულ ესაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page