top of page

პანეტონე ცუკატებით და ნუშით


დღეს გთავაზობთ იტალიურ ფუმფულა და ჰაეროვან პასკას-პანეტონეს, რომელსაც ფორთოხლის და ლიმნის ცუკატებით და ნუშით გავაგემრიელებთ.
დაგვჭირდება:
550-600 გ ფქვილი
4 ჩ.კ. საფუარი
3 კვერცხი
100 გ კარაქი
150 გ შაქარი
1 ლიმნის ცედრა
მწიკვი მარილი
ცუკატები
150 გ ნუში
ვანილი
ცუკატებისთის:
6 ფორთოხალი
1ლიმონი
500 გ შაქრის პუდრა
1 ლ წყალი
1 ჩ.კ. ვანილის ესენცია
3-4 დარიჩინის ჩხირი
10 სურნელოვანი წიწაკის მუხუდო
2 მარცვალი კარდამონი
წინასწარ მოვამზადოთ ცუკატები:
ფორთოხალი და ლიმონი კარგად გავრეცხოთ, გავთალოთ ისე, რომ კანზე ცოტა ხილის რბილობიც დარჩეს (1-2 სმ სისქეზე), დავასხათ კანებს ცივი წყალი, ავადუღოთ და 10 წუთი ვხაშოთ. შემდეგ გადავწროთ წყალი, გავავლოთ კანევს ცივი წყალი და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცებზე შესაშრობად.
1 ლიმნის წვენს დავუმატოთ დაჭყლეტილი წიწაკის მარცვლები, შაქრის პდრა, დარიჩნი, კარდამონი, დავმატოთ 1 ლ წყალი, ავადუღოთ, შემდეგ კი ჩავდოთ სიროპში ციტრუსის ქერქები და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ დაახლოებით საათნახევარი. ბოლოს დავუმატოთ ვანილი და გამოვრთოთ ქურა. გავაგრლოთ ეს მასა, დავახუროთ თავსახური და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს გადავწუროთ ცუკატები და დავტოვოთ გასაშრობად დაახლოებით 1 საათით. შემდეგ ამოვავლოთ შაქარში.
პასკისთვის დავჭრათ ცუკატები სასურველ ზომაზე.
150 გ ფქვლი, 250 გ თბილი რძე, 4 ჩ.კ. საფუარი და 1 ს.კ. შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ 1 საათით ამოსაფუებლად. კარგად რომ ამოფუვდება შევურიოთ შაქარი, კარაქი და კვერცხი (ერთი კვერცხი ცილა გადავინახოთ). კარგად მოვურიოთ მასას.
დანარჩენ ფქვლს შევურიოთ მარილი და ნელ-ნელა შევურიოთ საფუარის მასა. კარგად მოვზილოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დავუმატოთ ცუკატები, ნუში და ლიმნის ცედრა. კიდე კარგად მოვზილოთ. გადავაფაროთ პლასტკი და დავტოვოთ კიდე საათნახევარი ამოსაფუებლად.
ცომი ორჯერ რომ მოიმატებს ზომაში, გადავიტანოთ საცხობ ფორმებში. ამის შემდეგ, დავტოვოთ ცომი ამოსაფუებლად კიდე 1 საათით.
გადავუსვათ ჩვენ პასკებს ათქვეფილი კვერცხის ცილა და მოვაყაროთ მთელ-მთელი ნუში.
გამოვაცხოთ პანეტონე 180 გრადუსამდე გახურებულღუმელში დაახლოებით ერთი საათი.თუ შეამჩნევთ, რომ ზედაირი იბრაწება, გადააფარეთ ფოლგა. გამომცხვარი პასკა შევაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page