ხაჭოს პასკა თეთრი შოკოლადით
კიდე ერთი ძალიან გემრიელი ხაჭოს პასკის რეცეპტი, ამჯერად თეთრი შოკოლადით.
დაგვჭირდება:
1 კგ მშრალი, მაღალცხიმიანი ხაჭო
200 გ თეთრ შოკოლადი
200 გ კარაქი
8 კვერცხის გული
150-200 გ შაქარის პუდრა (გააჩნია რამდენად ტკბილი გიყვართ)
200 გ ქიშმიში
100 მლ რომი ან კონიაკი
მწიკვი მარილი
ვანილი
ქიშმიში წინასწარ მოვამზადოთ:
კარგად გავრეცხოთ, მოვავლოთ მდუღარე, გადავწუროთ და მოვასხათ რომი ან კონიაკი. გადავახვიოთ პლასტიკი და დავტოვოთ ასე მთელი ღამით (შეგიძლიათ მთელი დღე-ღამეც გააჩეროთ).
საცერში ჩავაფინოთ მარლა, შემდეგ ჩავდოთ ხაჭო, მოვუკრათ პირი, დავადოთ სიმძიმე და დავტოვოთ ასე მინიმუმ 6-8 საათით მაცივარში.
ამის შემდეგ, ხაჭო გავატაროთ წვრილ საცერში.
შოკოლადი დავანაწევროთ და დავადოთ ორთქლზე. ხოტა შევაგრილოთ.
ამასობაში კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, დავუმატოთ ამ მასას დარბილებული კარაქი და შოკოლადი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ხაჭო და ავთქვიფოთ კარგად. დავუმატოთ ქიშმიში თავის რომიანად, ვანილი,კიდე მოვურიოთ.
პასკის ფორმაში ჩავაფინოთ მარლა, შემდეგ ჩავდოთ ხაჭოს მასა, დავაფაროთ ისევ მარლა და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით.
ამის შემდეგ, ამოვატრიალოთ ხაჭოს პასკა თეფშზე და მოვრთოთ სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით!