top of page

გამომცხვარი ორაგული ხახვით და ლიმონით


დღეს ისევ ჯანსაღი და გემრიელი რეცეპტით გავგრზელებთ და გამოვაცხობთ ორაგულს.

დაგვჭრდება:

2 კგ ორაგულის ფილე

3 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

მარილი

შავი წიწაკა

თეთრი წიწაკა

1-2ლიმონი

1 ლმნის ცედრა

რამდენიმე ღერი კამა

პატარა კონა ტარხუნა

50 გ კარაქი

​2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

კარგად გავრეცხოთ თევზი, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და დავდოთ ფოლგაზე.

რგოლებად დავჭრათ ხახვი, ლიმონი. დავადოთ თევზს ლიმონი და ხახვი, ასევე კამა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და კარგად შევახვიოთ ფოლგაში.

გამოვაცხოთ დაახლოებით 45-60 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ტარხუნა, ნიორი, წიწაკები, ლიმნის ცედრა და მარილი კარგად დავაბლენდეროთ, შემდეგ დავუმატოთ დამდნარი კარაქი და კარგად მოვურიოთ.

გამომცვხარი თევზი გადავდოთ თეფშზე და მოვასხათ სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page