top of page

გამომცხვარი ხბოს ხორცი ნივრით და ლიმონით


კიდე ერთი სადღესასწაულო რეცეპტი. ამ ჯერად ვაცხობთ ხბოს ხორცს გემრიელი საკმაზით.

დაგვჭირდება:

1,5-2 კგ ხბოს ხორცის რბლი ნაჭერი

1 თავი ნიორი

2-3 ლიმონის წვენი

1 ლიმნის ცედრა

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. ბეგქონდარა ან როზმარინი, თქვენი გემოვნებით

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

წიწაკების მიქსი

მარილი

ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავსეროთ. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ცედრა, მდოგვი, ბეგქონდარა, წიწაკების მიქსი და კარგად შევაზილოთ ეს ნაზავი ხორცს. გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ასე 6-8 საათი (ან მთელი ღამე) მაცივარში.

მეორე დღეს კარგად გავამშრალოთ ხორცის ნაჭერი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკები და ჩავტენოთ დასერილ ადგილებში ნიორი.

შევდოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით.

ამის შემდეგ, გადავუსვათ ხელახლა მდოგვის სოუსი, ტემპერატურას 160 გრადუსამდე დავუწიოთ და გავაგრძელოთ ხორცის ცხობა კიდე დაახლოებით 2 -3 საათი. პერიოდლად წაუსვათ ხოლმე სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page