top of page

პასკა ქიშმიშით და ალუბლის ჩირით


დღვანდელი პასკისთვის ორნაირ ქიშმიშს-მუქს და თეთრს და ალუბლის ჩირს გამოვიყენებთ. თან ამ ჩირებს წინასწარ ჯადოსნურ სიროპში ჩავალბობთ და საოცრად არომატულ, გემრიელ პასკას გამოვაცხობთ.
დაგვჭრდება:
700-750 გ ფქვილი
3 კვერცხი
150 მლ რძე
3 ჩ.კ. საფუარი
250გ შაქარი
ვანილი
100 გ კარაქი
1 ფორთოხლის ცედრა
0,5 ჩ.კ. მარილი
100 გ შავი ქიშმიში
100 გ თეთრი ქიშმიში
100 გ ალუბლის ჩირი
სიროპისთის:
2 ლიმონი
1 ფორთოხლის წვენი
100 გ შაქარი
ვანილი
0,5ჩ.კ.კარდამონი
0,5 ჩ.კ.დარიჩინი
0,5 ჩ.კ. მიხაკი
5 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა

მოვამზადოთ სიროპი: 2 ლიმნის წვენი და შაქარი შევურიოთ ერთმანეტშ, დავუმატოთ სანელებლები და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ 15 წუთი და დავუმატოთ ფორთოხლის წვენი. ვადუღოთ კიდე 3-5 წუთი, შემდეგ კი ჩავდოთ ამ სიროპში ჩირები. გავაჩეროთ რამოდენიმე საათი ან მთელი ღამე. შემდეგ გადავწუროთ და ამოვავლოთ ფქვილში.

თბილი რძე, საფუარი, 2 ს.კ. შაქარი და 4 ს.კ. ფქვილი ავურიოთ. დავტოვოთ 30-40 წუთით.

ავთქვიფოთ ცალკე კვერცხი, შაქარი, ვანილი, ცედრა, დავუმატოთ ამოფუებული მასა, კარაქი, და დანარჩენი ფქვილი. კარგად მოვზილოთ და დავუმატოთ ჩირები. მოვზილოთ. გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ 3-4 საათით ამოსაფუებლად.

ამის შემდეგ, კიდე ამოვზილოთ, გადავიტანოთ ფორმებში და დავტოვოთ კიდე 2-3 საათით. შემდეგ გადავუსვათ პასკებს კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-60 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page