შოკოლადის პასკა
ჩვენი დღევანდელი პასკის რეცეპტი შოკოლადის განსაკუთრებული მოყვარულებისთვისაა.
დაგვჭრდება:
300 გ ფქვილი
150 მლ რძე
1 ჩ.კ. საფუარი
100 გ შაქარი
1 კვერცხი
140 გ კარაქი
1 ფორთოხლის ცედრა და წვენი
50 გ ქიშმიში
50 გ ნუში
100 გ შავი შოკოლადი
მწიკვი მარილი
ვანილი
0,5 ჩ.კ დარიჩნი
საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ 0,5 ჭიქა ფქვილი, კარგად მოვურიოთ და დავტოვოთ სითბოში 1 საათით.
შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე, შევაგრილოთ.
ამოსულ ცომში დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, შაქარი, კვერცხი, კარაქი და შოკოლადი. კარგად მოვზილოთ ცომი და დავტოვოთ კიდე 1-2 საათით ამოსაფუებლად.
ამის შემდეგ, დავუმატოთ ქიშმიში, მოხალული ნუში, ვანილი, დარიჩინი, ფორთოხლის ცედრა და წვენი დაკიდე მოვზილოთ. გადავდოთ ცომი ფორმებში და გავაჩეროთ კიდე 1 საათით.
გამოვავცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-60 წუთი.
გამომცხვარი პასკა მოვრთოთ შოკოლადის ფანტელთ ან ნუშით.
გემრიელად მიირთვით!