გამომცხვარი ღორის ხორცი ფსტას და წიწაკების შიგთავსით
ვაგრძელებთ სადღესასწაულო რეცეპტების სერიას. დღეს გამომცხვარი ღორის ხორცის კიდე ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
დაგვჭირდება:
2-2,5 კგ ღორის ფილე
1 ყვითელი ბულგარული
1 წითელი ბულგარული
2 ღერი პრასი
100-150 გ ფსტა
2 ს.კ. სოიოს სოუსი
მარილი
წიწაკების მიქსი
20 კ კარაქი
ღორის ხორცი კარგად გავრეცხოთ, გავშალოთ და ცოტა დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკები.
ბულგარული წიწაკები წვრილად დავჭრათ, ასევე წვრილად დავჭრათ პრასის თეთრი ნაწილი. ფსტა დავანაწევროთ. შევურიოთ ერთმანეთს ეს ყველაფერი, დავუმატოთ კარაქი, სოისო სოუსი და კარგად მოვურიოთ.
ღორის ხორცზე გავანაწილოთ შიგთავსი, შემდეგ გადავახვიოთ რულეტივით, შევკრათ თოკით, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ გამოსაცხობად. დაახლოებით 1,5 საათში მოვხსნათ ფოლგა და გამოვაცხოთ კიდე ერთი 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!