კნედლიკი
კნედლიკი (knedlík)- მოხარშული ცომის ან კარტოფილის ნაწარმია.
კნედლიკი, ისევე, როგორც მისი სახელწოდება (knödel) გერმანიიდან შემოვიდა ჩეხურ სამზარეულოში და საკულტო კერძად იქცა. პრაქტიკულად არცერთი ჩეხური კერძი არ არსებობს კნედლიკის გარეშე!
ყველა ჩეხი დიასახლისი თავის განუმეორებელ კნედლიკების ამზადებს. არსებობს უამრავი რეცეპტი.
ყველაზე ხშირად კნედლიკს გარნირის სახით მიირთმევენ ხორცის კერძებთან ერთად, მაგრამ ასევე ძალიან პოპულარულია კნედლიკები სხვადასხვა შიგთავსით. ჩეხებს განსაკუთრებით უყვართ კნედლიკი ხახვით და სოკოთი, ასევე ტკბილი კნედლიკები გარგარით ან ქლიავით.
ჩენ დღეს ყველაზე მარტივ კარტოფილის კნედლიკებსს მოვამზადებთ, რომელიც არაჩვეულებრივი გარნირი იქნება ჩეხური და ნებისმიერი სხვა ხორციანი კერძებისთის.
დაგვჭირდება:
1 კგ კარტოფლი
250 გ ფქვილი
2 კვერცხი
2 ს.კ. საფანელი
მარილი
კარტოფილი მოვხარშთ მარილწყალში და სანამ თბილა გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. დავუმატოთ ფქვილი, საფანელი და კვერცხი. კარგად მოვზილოთ. უნდა გამოვიდეს მასა, რომელიც არ მიგვეკრობა ხელზე.
დაფაზე დავყაროთ ცოტა ფქვილი და გამოვძერწოთ დაახლოებით 6 სმ დიამეტრის რულეტი. გავჭრათ ეს რულეტი სამ ან ოთხ თანაბარ ნაწლად და მოვხარშოთ. ამიშტვის ჩავყაროთ ჩვენი რულეტები მდუღარე მარილწყალში რამდენმე წუთით. რომ ამოტივტივდება, გავაჩეროთ 30 წამი და მზადაა.
მოხარშული კნედლიკი დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად და მივირთვათ ხორცის კერძებთან ერთად.
ასევე შგვიძლია მოასხათ კნედლიკებ გამდნარი კარაქი, მოაყაროთ შაქარი, დარიჩინი ან მოვასხათ სხვა ტკბილი სოუსი და მიირთვათ დესერტის სახით.
ასევე, სანამ მოვხარშავთ, შეგვიძლიათ გავუკეთოთ კნედლიკებს სხვადასხვა შიგთავსი: სოკო, ლორი, ტკბილი ჯემები და ა.შ.
გემრიელად მიირთვით!