top of page

კოლაჩი


რა თქმა უნდა, ჩეხეთიდან ახალი ფუნთუშების რეცეპტიც ჩამოვიტანე. უგემრიელესი ფუმფულა კოლაჩის მომზადება ვისწავლე. ძალიან მარტივია და ძალიან გემრიელი. თან შეგვიძლია ნაირ-ნაირი გულსართით გავაკეთოთ, ასე რომ ყველაზე მომთხოვნი პატარა გურმანებიც კმაყოფილები დარჩებიან.

დაგვჭირდება:

700-750 გ ფქვილი

3 ჩ.კ. საფუარი

მწიკვი მარილი

100 გ შაქარი

3 კვერცხის გული

100 გ კარაქი

350-400 მლ რძე

ვანილი

შიგთავსისთვის:

300გ ხაჭო

3 ს.კ. შაქარი

3 ს.კ. რბილი კარაქი

2 კვერცხი

ვანილი

1ლიმნის ცედრა

ყაყაჩოს გულსართისთვის:

120 გ ყაყაჩო

3 ს.კ. შაქარი

750 მლ რძე

1 ს.კ. კარაქი

ვანილი

დარიჩინი

1 ლიმნის ცედრა

ცალკე- 1 კვერცხის გული

საფუარი და ფქვილი ერთად ჩავყაროთ მოზრდილ ჯამში, დავამატოთ მარილი, ვანილი. ცალკე შევათბოთ რძე, დავუმატოთ კარაქი, შაქარი, კვერცხის გული და ჩავასხათ ეს ნაზავი ფქვილში. მოვზილოთ ცომი და დავტოვოთ 1,5 -2 საათით სითბოში ამოსაფუებლად.

ხაჭოს გულსართის მოსამზადებლად ავთქვიფოთ ყველა ინგრედიენტი ერთად.

ჩემი ყველაზე საყვარელი- ყაყაჩოს გულსართის მოსამზადებლად ჯერ ყაყაჩოს ვხარშავთ რძეში შაქართან ერთად. ყაყაჩო რომ დარბილდება და სითხე აორთქლდება, დავუმატებთ კარაქს და სანელებლებს.

გულსართისთვის ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ხილის ჯემი. ქიშმიში, ნიგოზი და ა.შ.

ცომისგან გამოვძერწოთ პატარა ფუნთუშები. შუაგულში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავდოთ თითო კოვზი გულსართი. გადავუსვათ ფუნთუშებს კვერცხის გული და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად დაახლოებით 25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page