ჩეხური გულაში გახუხულ პურში
საიდუმლო არაა, რომ გულაში- უნგრული კერძია. მაგრამ ჩეხურმა გულაშმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჩეხური სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძებიის სათავეში. ის განსხვავდება მისი წინაპრისგან მომზადების წესით და კონსისტენციით და უდავოდ, არანაკლებ გემრიელი და ნოყიერია.
დაგვჭირდება:
1 კგ საქონლის ხორცი
2 წითელი ბულგარული
100 გ ბეკონი
2 თავი ხახვი
1 მწარე წიწაკა
1 თავი ნიორი
1 ჩ.კ. ბეგქონდარა
5 ს.კ. ტომატ-პასტა
1 ლ მუქი ლუდი
1-2 ს.კ. ფქვილი
2 ს.კ. კარაქი
მარილი
ხორცი დავჭრათ კუბებად და მოვთუშოთ კარაქში.
წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ ბეკონთან და ცოტაოდენ კარაქთან ერთად. დავუმატოთ ბეგქონდარა.
ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბებად, დავუმატოთ ხახვს. აქვე დავუმატოთ ტომატ-პასტა და გავაგრძელოთ თუშვა, სანამ წიწაკა არ დარბილდება. ამის შემდეგ, დავუმატოთ ხორცი, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა. კარგად მოვურიოთ და დავასხათ ლუდი. ლუდმა სულ მთლიანად უნდა დაფაროს ხორცი. დავუმატოთ გულაშს მარილი, დავახუროთ ქვაბს თავსახური და გავაგრძელოთ მოთუშვა დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ხორცი არ დარბილდება.
მზადყოფნამდე რამდენიმე წუთით ადრე დავუმატოთ გულაშს ფქვილი და კარაგდ მოვურიოთ. ვთუშოთ კიდე დაახლოებით 5 წუთი და გამოვრთოთ ქურა.
მრგვალ რუხ პურს ამოვაცალოთ გული, შევდოთ 10 წუთით ღუმელში და ცოტა გამოვაშროთ. ამის შემდეგ, ჩავასხათ ჩვენი გულაში პურში, თან მივუწყოთ კნედლიკები.
გემრიელად მიირთვით!