top of page
Поиск

Svičkova na smetane- საქონლის ხორცი ბოსტნეულის და ნაღების სოუსში

  • Manana
  • 17 мая 2016 г.
  • 1 мин. чтения

ცხიმიანი ღორის კერძების ძალიან კარგი ალტერნატივა სწორედ ეს კერძია. ნამდვილი სვიჩკოვას მოსამზადებლად პირველ რიგში კარგი ხორცი უნდა ავარჩიოთ. რბილი, უცხიმო, ძარღვებისგან გასუფთავებული ნაჭერი გვჭირდება. ამ შემთხვევაში ხორცი ისეთი ნაზი და გემრიელი გამოვა, რომ პირში დადნება.

დაგვჭირდება:

800 გ საქონლის რბილი ხორცი

150 გ სტაფილო

პატარა კონა ნიახური

რამდენიმე რერი ოხრახუში

1-2 თავი ხახვი

50 გ ბეკონი

150 გ კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

5 მუხუდო სურნელოვანი წიწაკა

2 დაფნის ფოთოლი

0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა

2 ლიმონი

2 ს.კ. დიჟონის მდოგვი

2 ს.კ. ფქვილი

250 გ მაღალცხიმიანი ნაღები

1 ს.კ. შაქარი

1-2 ს.კ. რძე

ხორცი დავსეროთ და შიგნით ჩავდოთ ბეკონის ნაჭრები. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა. კარაქი გავალღვოთ, დავუმატოთ გახეხილი ბოსტნეული, თხვალ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი წიწაკა, ბეგქონდარა, 1 ლიმნის წვენი. კარგად მოვურიოთ და მოვასხათ ხორცს. კარგად შევაზილოთ, შემდეგ გადავაკრათ პლასტიკი დ აშევდოთ მაცივარში 12-24 საათით.

ამის შემდეგ, მოვასხათ ხორცის 200 მლ წყალი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ ხორცი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 2 საათით. გამომცხვარი ხორცი გადავდოთ ცალკე, ხოლო ბოსტნეული და წვენი, რომელშიც ითუშებოდა, გადავიტანოთ პატარა ქვაბში, მოვაშროთ დაფნის ფოთოლი, დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მდოგვი, ფქვილი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ კი დავუმატოთ ნაღები. თუ საჭირო იქნება, გავათხელოთ რძით. გადავწუროთ სოუსი თხელ საცერში, დავაგემოვნოთ და დავუმატოთ ნახევარი ლიმნის წვენი, 1 ჩ.კ. შაქარი და მარილი.

ხორცი დავჭრათ 1 სმ სისქის ლამაზ ნაჭრებად, ჩავდოთ სოუსში და შევათბოთ. თეფშზე ამოვიღოთ ხორცი, მოვასხათ სოუსი, მივიწყოთ კნედლიკები და იქვე- მოცხარის სოსუსი, რამდენიმე ლიმნის ნაჭერი და ცოტაოდენი ათქვეფილი ნაღები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page