top of page

ჩეხური თაფლის ნამცხვარი - Medovnik


ჩეხური თაფლის ნამცხვარი( Medovnik) ძალიან ჰგავს იმ თაფლის ნამცხვარს, რომელსაც ჩვენი ბებიები გვიცხობდენ ბავშვობაში. მხოლოდ ჩემი ბებოს გამომცხვარ თაფლის ნამცხვარს შესქელებული რძის კრემი ჰქონდა, ჩვენ დღევანდელ მედოვნიკს კი -არაჟნის.

დაგვჭრდება:

125 გ კარაქი

2-3 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

2 ს.კ. თაფლი

1 ჩ.კ. სოდა ძმრით

2 ჭ. ფქვილი

კრემისთვის:

400 გ მაღალცხიმიანი არაჟანი

3/4 ჭიქა შაქარი

1ლიმნის წვენი

2 ს.კ. თაფლი

150 გ ნიგოზი (აუცილებელი არაა)

ვანილი

ცომს ვამზადებთ ორთქლზე. ამისთვის ერთ ჯამში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ზევიდან დავადოთ მეორე, უფრო მოზრდილი ჯამი და ამ ჯამში ჩავდოთ კარაქი, რომ გალღვება, დავუმატოთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. შევათქვიფოთ კვერცხი, შემდეგ თაფლი, სოდა ძმრით. დავუმატოთ ფქვილი, გადმოვდათ ორთქლიდან და ისე მოვზილოთ ცომი. გამოგვუვა ელასტიური ცომი, რომელიც არ უნდა გვეწეპებოდეს ხელებზე.

გავყოთ ეს ცომი 6-8 ნაწილად და გავაბრტყელოთ ფირფიტები. ვაცხობთ 26 სმ ტორტს, ამიტომ ფირფიტებს ვაბრტყელებთ ოდნავ უფრო მეტად. ცომი გავაბრტყელოთ უკვე გამზადებულ საცხობ ქაღალდზე, რადგან ფირფიტები ძალიან თხელი გამოვა და მათი გადატანა დაფიდან იქნება რთული.

გამოვაცხოთ ჩვენი ფირფიტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. ფრთხილად იყავით, ფირფიტები ძალიან მალე ცხვება. გამომცხვარ ცხელ ფირფიტებს მივცეთ იდეალური წრის ფორმა ბასრი დანით. დარჩენილი ნამცეცები კი მოავათავსოთ ერთად, გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ.

გამომაცხვარი ფირფიტები გავაგრილოთ და მოვამზადოთ კრემი:

შაქარი და არაჟანი კარგად ავთქვიფოთ (ვიწყებთ მიქსერის დაბალი სიჩქარით და შემდეგ ვუმატებთ), დავუმატოთ ლიმნის წვენი, შემდეგ კი თაფლი და ვანილი. თუ სურვილი გექნებათ, ბოლოს დავუმატოთ გატარებული ნიგოზი, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი ინგრედიენტი.

ავაწყოთ ტორტი: გადავუსვათ ყველა ფირფიტას კრემი, ზევიდან კი მოვაყაროთ დაბლენდერებული ნამცეცები.

ნამცხვარი 3-4 საათით დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი შევდოთ მაცივარში. ასე ფირფიტები კარგად გაიჟღინთება კრემით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page