მარწყვის ტორტი მასკარპონეს კრემით
ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
2 კვერცხის გული
150 გ შაქარი
250 გ ფქვილი
50 გ ნუშის ფქვილი
200 კარაქი
მწიკვი მარილი
ვანილი
კრემისთვის დაგვჭირდება:
600 გ მასკარპონე
4 კვერცხი
1ჭიქა შაქარი
1 ს.კ. ჟელატინი
ვანილი
500 გ მარწყვი
ცივი კარაქი, ფქვილი და ნუშის ფქვილი ავკეპოთ, დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული, თუ საჭიროა- 1-2 ს.კ. ცივი წყალი და მოვზილოთ ცომი. შევდოთ 1 საათით მაცივარში.
შემდეგ გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.
კრემის მოსამზადებლად ჟელატინს დავასხათ ცოტა წყალი და ჩავალბოთ. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცლზე და გავალღვოთ.
კვერცხის ცილები ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ გულები. შემდეგ
დავუმატოთ მასკარპონე და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ ვანილი და ჟელატინის მასა. კარგად მოვურიოთ.
ტოეტი ავაწყოთ ფორმაში, როემლსაც შემდეგ მოვხსნით ძირს და გავრედებს.
წავუსვათ მასკარპონეს კრემის ნახევარი ბისკვიტს, ზევიდან გავანაწილოთ მარწყვი, შემდეგ ისევ წავუსვათ კრემი და ისევ გავანაწილოთ მარწყვი. შევდოთ ნამცხვარი მინიმუმ 4 საათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!