პურში გამომცხვარი ხორცი ბოსტნეულით
ამ კერძის მთავარი ხიბლი, არაჩვეულებრივი გემოს გარდა, საინტერესო პრეზენტაციაა. ჩვენ მას პირდაპირ პურში გამოვაცხობთ.
პურისთვის დაგვჭირდება:
500-550 გ ფქვილი
5 გ საფუარი
250 მლ წყალი
30 გ ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. მარილი
შიგთავსისთვის:
500 გ საქონლის ხორცი
5-6 საშუალო კარტოფილი
1-2 ბულგარული წიწაკა
1 თვაი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
ცტაოდენი ოხარახუში
მარლი
შავი წიწაკა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ფქვილი ჩავყაროთ თასში, დავუმატოთ საფუარი და ნელ ნელა დავამატოთ თბილი წყალი, ზეთი, მარილი. მოვზილოთ ისეთი ცომი, რომ ხელზე არ ეკრობოდეს. ცომი ვზილოთ ერთი 20-25 წუთი, შემდეგ გავახვიოთ ცპლასტიკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, შეგიძლიათ მთელი ღამით.
ამის შემდეგ, ცომი გავანაწილოთ 4 თანაბარ ნაწილად, თითოეული კიდე ორ არათანაბრად (ერთი ნახევარი მეორეზე დიდიუნდა იყოს). გავაბრტყელოთ მოზრდილი ნაწილი დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე და დავაფინოთ ზეთმოსმულ ფორმას, ისე რომ გვერდებზე გადავიდეს. ვიყენებთ მრგვალ ან ოთხკუთხედ მომცრო ზომის ფორმას, დაახლოებით 22-23 სანტიმეტრის დიამეტრით.
პურის ძირზე მოვათვასოთ წვირლად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში, ხახვი, ბულგარული და პომიდორის ჩირი, შემდეგ -ხორცი, კარტოფილი, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და ზევიდან ისევ ბოსტნეულიდა მწვანილი მოვაყაროთ. მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი და ამოვუკეცოთ გვერდები ცომს. გავაბრტყელოთ მომცრო ზომის ცომის ნაწილი და დავაფაროთ ზევიდან ჩვენ ფორმებს. გევრდები კარგად დავუმაგროთ და შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.
გამომცხვარ პურს ამოვაჭერით ზედაპირი და მოვაყაროთ ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!