top of page

მარწყვის სალსა


სალსა- ტიპიური მექსიკური სოუსია, რომლსაც წვრილად დაჭრილი პომიდვრების, ჩილის და სხვა ბოსტნეულისგან ამზადებენ. შარშან მარწყვის სეზონზე ჩვენ მოვამზადეთ შემწვარი ღორის ხორცი სალსათი. დღეს ისევ მარწყვის სალსას ვამზადებთ, კვლავ pico de gallo (ანუ უმი პროდუქტის სალსა), მაგრამ განსხვავებული, უფრო მკვეთრი მარწყვის არომატით.

დაგვჭირდება:

250 გ მარწყვი

1 საშუალო თავი ხახვი (უმჯობესია თეთრი)

1 პატარა მწვანე წიწაკა (ცხარე ან ძალიან ცხარე-თქვენი გემოვნებით)

3-4 ღერი პიტნა

მარილი

შავი წიწაკა

1 ლაიმი

მარწყვი, ხახვი და წიწაკა დავჭრათ კუბებად. წვრილად დავჭრათ პიტნის ფოთლები, დავუმატოთ მარილი, წიწაკა. დავუმატოთ ლაიმის წვენი და კარგად მოვურიოთ.

ეს სოუსი ძალიან გემრიელია ხორციან კერძებთან, განსაკუთრებით ის მოუხდება ქათამს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page