მარწყვის ტირამისუ
დღეს ვამზადებთ კლასიკური იტალიური დესერტის, ტირამისუს მარწყვის ვარიაციას. ამ სეზონს განსაკუთრებით მოუხდება.
დაგვჭირდება:
400 გ სავოიარდი (ტირამისუს ორცხობილები)
500 გ მასკარპონე
4 კვერცხი
700-800 გ მარწყვი
180 გ შაქარი
200 მლ ფორთოხლის წვენი
1 ს.კ. ლიმნის წვენი
100 მლ ამარეტო (შეგიძლიათ მარწყვის, ფორთოხლის ან ნებისმიერი ლიქიორი გამოიყენოთ, თქვენი გემოვნებით)
კაკაო
ფორთოხლის წვენი, ლიქიორი და 2/3 მარწყვი დავაბლენდეროთ. დანარჩენი მარწყვი დავჭრათ თხლად.
კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმნის წვენი და კარგად ავთქვიფოთ. ცაკლე ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე. შემდეგ დავუმატოთ მასკარპონე და კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილები.
ტირამისუ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთ მოზრდილ ფორმაში, მაგრამ ჩვენ პორციულად პატარა ფორმებში მოვამზადებთ.
ფსკერძე ლამაზდ ჩავდოთ დაჭრილი მარწყვი, დავფაროთ კრემით. შემდეგი ფენა- ოცხობილებია. მათ ვასველებთ ფორთოხლის და მარწყვის სოსუსში და ვდებთ ფორმებში. შემდეგი ფენა ისევ მასკარპონეს კრემია, მერე ისევ ორცხობილები, კრემი და ბოლოს ვაყრით კაკოას. შეგვიძლია მოვრთოთ მარწყვით და პიტნით.
გემრიელად მიირთვით!