top of page

შემწვარი ქათმის მკერდი მარწყვის სალსათი


ჩვენ უკვე მოვამზადეთ მარწყვის სასლსა. დღეს ამ სალსას ქათამს შევუხამებთ და ძალიან საინტერესო, გემრიელ კერძს მივიღებთ.

დაგვჭირდება:

4-6 ქათმის მკერდი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. თაფლი

3-4 ღერი ქინძი

1 ლაიმი

3 ს.კ. მაწონი

მარილი

წიწაკების მიქსი

1 ს.კ. კარაქი

ბალზამიკო (შედედებული ბალზამიკო გამოიყენეთ)

მოვამზადოთ მარინადი: მაწონში გავხსნათ 2 ს.კ.ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ ლაიმის ცედრა და წვენი, თაფლი, დაჭრილი ქინძი და ჩავდოთ ჩვენი ქათმის ხორცი ამ მარინადში. გავაჩეროთ ქათამი მარინადში დაახლოებით 4-6 საათი, შემდეგ კი კარგად გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და შევწვათ კარგად გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავდოთ ცოტაოდენი კარაქი. შემდეგ გადავიტანოთ ქათმის მკერდი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ დაახლოებით 10 წუთი.

გამზადებული ქათმის ხორცი დავჭრათ დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად, ზევიდან მოვასხათ მარწყვის სალსა და ცოტაოდენი ბალზამიკოს ძმარი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page