top of page

მარწყვის ჟელეს ტორტი თეთრი შოკოლდის კრემით


ჩვენი დღევანდელი სადღესასწაულო რეცეპტი წითელ და თეთრ ფერებში.

დაგვჭირდება:

3 ფილა თეთრი შოკოლადი

70 გ კარაქი

6 კვერცხი

3 ს.კ. შაქარი

300 მლ 35% ნაღები

ვანილი

1 ს.კ. რომი ან კონიაკი

2 ჩ.კ. ჟელატინი

მარწყვის ჟელესთვის:

1 კგ მარწყვი

3-4 ს.კ. შაქარი

1 ლიმონი ან ლაიმი

3 ჩ.კ. ჟელატინი

მარწყვი მსხვილად დავჭრათ, მოვაყაროთ შაქარი და გავჩეროთ ერთი ნახევარი საათი.

ჟელატინს დავასხათ 1 ჭიქა წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი. შემდეგ გავალღვოთ ცეცხლზე და გადავწუროთ.

მარწყვს ჩავახეხოთ 1 ლაიმის ცედრა, დავუმატოთ 2 ს.კ. ლაიმის წვენი და ჟელატინის მასა. კარგად მოვურიოთ და ამ მასის ნახევარი ჩავასხათ სასურველ ფორმაში. შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3-4 საათით.

ამასობაში, ცალკე ჩავალბოთ 2 ჩ.კ. ჟელატინი 100მლ წყალში. შემდეგ გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.

კარაქი და შოკოლადი ასავე გავალღვოთ ორთქლზე.

კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, შევურიოთ შაქარი ნელ-ნელა და ვთქვიფოთ ბეზეს კონსისტენციამდე. დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, თან სულ ვთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ ვანილი, რომი და შოკოლადის მასა და კიდე კარგად ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ შოკოლადის მასას და ფრთხილად მოვურიოთ კოვზით. შევურიოთ ჟელატინი.

ეს მასა ჩავასხათ ფორმაში, სადაც უკვე გვაქვს გაყინული ჟელეს ფენა და ისევ შევდოთ მაცივარში 3-4 საათით.

შოკოლადის მასა რომ გაიყინება, ვამატებთ დარჩენილ მარწყვის ჟელეს. თუ დარჩენილი ჟელე ამასობაში შესქელდა, ოდნავ შევათბოთ დაბალ ცეცხლზე. ისევ შევდებთ მაცივარში და კარგად გავყინავთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page