მარწყვის და ათქვეფილი ნაღების ჟელე
ეს შესანიშნავი დესერტი ნაზი სტრუქრურით და არომატული მარწყვის გემოთი ძალიან მარტივი მოსამზადებელია.
ნაღების ფენისთვის დაგვჭირდება:
200გ შაქარი
400 მლ 35% ნაღები
1 კვერცხი
2 ჩ.კ. ჟელატინი
150 მლ წყალი
ვანილი
2 ს.კ. რომი
მარწყვის ფენისთვის დაგვჭირდება:
300 გ მარწყვი
150გ შაქარი
400 გ35% ნაღები
2 ჩ.კ. ჟელატინი
ვანილი
მოვამზადოთ თეთრი ფენა: ჟელატინს დავასხათ წყალი და დავტოვოთ დაახლოებით 40 წუთი, შემდეგ კი გავაღვოთ დაბალ ცეცხლზე.
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შქარი, დავუმატოტ ვანილი, რომი, ნაღები. შემდეგ შევურიოთ ჟელატინი და ჩავასხათ ფორმაში. შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4-6 საათით.
ნაღების ფენა კარგად რომ გაიყინება, მოვამზადოთ მარწყვის ფენა: მარწყვს მოვაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ სანამ წვენს არ გამოუშვებს. ეს წვენი დავასხათ ჟელატინს, გავაჩეროთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე. დარჩენილი მარწყვი და შაქარი კი დავაბლენდეროთ.
ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ ვანილი და დაბლენდერებლი მარწყვი, შემდეგ კი ჟელატინის მასა. კარგად მოვურიოთ და ფრთხილად დავასხათ თეთრ ფენას. ისევ შევდოთ მაცივარში დაახლოებით 4-6 საათით.
ჩვენი დესერტი კარაგად რომ გაიყინება, ამოვიღოთ ფორმიდან. ამისთვის ფორმა ნახევარი წუთით მოვათავსოთ ცხელ წყალში, შემდეგ კი დავაფაროთ ზევიდან სასურველი ლანგარი და სწრაფად გადმოვატრიალოთ.
გემრიელად მიირთვით!