top of page

შესანიშნავი სპრინგ როლები


გამჭვირვალე ბრინჯის ქაღალდში გახვეული ბოსტნეული და ხორცი პირველად ვიეტნამში გაჩნდა. შემდეგ კი პრაქტიკულად ყველა აზიურმა ქვეყანამ სიამოვნებით აიტაცა ეს ამბავი და სულ მალე სპრინგ-როლებმა ყველა კონტინტნტი დაიპყრო.

სპრინგ რლები შეიძლება იყოს ზეთში შემწვარი ან უმი, ნაზი სპრინგ როლები ახალი მწვანილით, სალათის ფოთლებით და ქათმით ან კრევეტებით.

დღეს ჩვენ სწორედ ასეთ სპრინგ როლებს ვამზადებთ.

დაგვჭრდება:

10 ცალი ბრინჯის ქაღალდი

300 გ კრევეტები

1 სტაფილო

1 კიტრი

2-3 ღერი ნიახური

1 კონა სალათის ფოთლები

200 გ გაღვივებული მარცვლები

რამდენიმე ღერი პიტნა ან ბაზილიკი

მოხარშული ან მობრაწული კრევეტები გავჭრათ სიგრძეზე. ასევე, სიგრძეზე თხლად დავჭრათ ბოსტნეული.

ბრინჯის ფურცლები რამდენიმე წამით ჩავდოთ სათითაოდ თბილ წყალში დადავიწყოთ როლების აწყობა: დავდოთ ბრინჯის ქაღალდი დაფაზე, ზევიდან ჯერ დავადოთ სალათის ფოთლები, შენდეგ გაღვივებული მარცვლები, სხვა ბოსტნეული, კრევეტები დაგადავახვიოთ კონვერტივით.

სპრინგ-როლებს ძალიან უხდება ჩილის სოუსი, ასევე სოიოს სოუსი ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page