top of page

გამომცხვარი ყველი ბრი მარწყვის სოუსით და ნუშით


ბრი - ჩემი უსაყვარლესი ყველია. ის უმიც საოცრად გემრიელია და გამომცხვარიც. ბრი განსაკუთრებით ეხამება მსუბუქ, მშრალ თეთრ ღვინოს, მაგალითად ფრანგულ შაბლის. კარგია ქართულ რქაწითელთანაც.

გამომცხვარ ყველს (ბრი, ქამამბერი) ასევე ძალიან უხდება წითელი მოცხარის და სხვა ტკბილ-მჟავე კენკრას სოუსი.

ჩვენ კი დღეს გავაგემრიელებთ ჩვენ ბრის მარწყვის სოუსით.

დაგვჭირდება:

300 გ. ყველი ბრი

200 გ მარწყვი

1 ს.კ. შაქარი

1 ჩ.კ. ლიმნის წვენი

1-2 ს.კ. ნუშის ფოთლები (თხლად დაჭრილი ნუში)

ბალზამიკო

პირველ რიგშ მოვამზადოთ სოუსი: მარწყვი დავრათ თხელ ლამაზ ნაჭრებად, მოვაყაროთ შაქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მარწყვი კარგად რომ გამოუშვებს წვენს, ავუწიოთ ცეცხლს და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ 1-2 წუთი და დავუმატოთ ლიმნის წვენი. გამოვრთოთ ქურა.

ოდნავ მოვხალოთ ნუში.

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე მოვათავსოთ ბრი და შევდგათ 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში რამდენიმე წუთით. ბრის ქერქი უნდა გაოქროსფერდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველი არ გადნეს და არ დაიღვაროს.

გამოვიღოთ ბრი ღუმელიდან, მოვასხათ მარწყვის სოუსი სოუსი, მოვაყაროთ ნუში და მოვასხათ რამდენიმე წვეთი ბალზამიკო.

თუ მოამზადებთ ხრატუნა ტოსტებს და კარგად გააგრილებთ თეთრ ღვინოს, საოცარი სიამოვნება გელით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page