მარწყვის სოუსი დარიჩინით
მარწყვის მურაბების და ჯემების სეზონიც მოვიდა. ჩვენ კი დღეს მოვამზადოთ მარწყვის სოუსი დარიჩინით, რომელიც ზამთრისთვისაც შეგვიძლია მოვხუფოთ და ამ სეზონზეც გემრიელად გამოვიყენოთ, მაგალითად კრეპებთან ერთად.
დაგვჭირდება:
300 გ მარწყვი
2-3 ს.კ. შაქარი
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
1 ს.კ. კარაქი
2 ს.კ. ლიმნის წვენი
1 ს.კ. სახამებელი
100 მლ წყალი
მარწყვი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ. მოვაყაროთშაქარი და დავტოვოთ ერთი-ორი საათით, წვენი რომ გამოუშვას. შემდეგ დავუმატოთ კარაქი, დარიჩინი, ლიმნის წვენი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუწიოთ ცეცხლს და ასე ვხარშოთ, სანამ შაქარი სრულად არ გადნება. ამის შემდეგ,დავაბლენდეროთ ეს მასა ხელის ბლენდერით.
სახამებელი კარგად გავხსნათ წყალში და დავუმატოთ მარწყვის სოუსს. ვხარშოთ კიდე 8-10 წუთი და გამოვრთოთ ღუმელი.
გემრიელად მიირთვით!