top of page

მარწყვის მუსი


დაგვჭირდება:

2 ჩ.კ ჟელატინი

200 გ მარწყვი

150 გ შაქარი

2 კვერცხის ცილა

200 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

ვანილი

მარწყვის მოვაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ ასე ერთი ნახევარი საათი. ჟელატინი ჩავალბოთ წყალში. მარწყვი წვენს რომ გამოუშვებს, წვენი ცალკე გადავწუროთ, ხოლო მარწყვი დავაბლენდეროთ.

ჟელატინი გადავწუროთ და დავასხათ მარწყვის წვენი, შემდეგ გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.

კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დაბლენდერებული მარქყვი, ვანილი.

ავთქვიფოთ ნაღები და ისიც შევურიოთ ამ მასას, შემდეგ კი დავუმატოთ ჟელატინი.

ჩამოვასხათ მუსი ფორმბში და შევდოთ 4-6 საათით მაცივარში. სურვილისამებრ, მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page