მაჭკატები მარწყვით და ნუშით
დღეს ძალიან გემრიელი საზაფხულო საუზმე გვაქვს. ვამზადებთ მაჭკატებს მარწყვით და ნუშით.
დაგვჭირდება:
300 მლ მაწონი
2-3 ს.კ. შაქარი
1 კვერცხი
ვანილი
სოდა ძმრით
მწიკვი მარილი
1-1,5 ჭიქა ფქვილი
100 გ მარწყვი
ზეთი
2 ს.კ. თხლად დაჭრილი ნუში
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი, მაწონი, ვანილი, სოდა ძმრით და ფქვილი. დავუმატოთ თხლად დაჭრილი მარწყვი, მოვურიოთ და დავაცხოთ მაჭკატები გახურებულ ზეთიან ტაფაზე.
გამომცხვარ მაჭკატებს მოვაყაროთ მოხალული ნუში და მარწყვი. ასევე ძალიან მოუხდება არაჟანი და მარწყვის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!