top of page

მარწყვის მინი ჩიზქეიქი


დაგვჭირდება:

500 გ ორცხობილა (ნებისმიერი, ნეიტრალური გემოს მშრალი ორცხობილა)

200გ კარაქი

500 გ კრემჩიზი

200 გ მაღალცხიმანი ნაღები

300 გ მარწყვი

1 ლიმნის ცედრა და წვენი

125 გ შაქარი

ვანილი

2 ს.კ. ჟელატინი

100 მლ წყალი

ორცხობილა დავფშვნათ და კარგად ავურიოთ კარაქთან ერთად.

ამ მასის ნახევარი ჩავდოთ ფორმის ფსკერზე და კარგად დავტკეპნოთ. (შეგვიძლია პატარა პორციულ ფორმებშიც გავაკეთოთ). შევდოთ ფორმები მაცივარში.

ჟელატინი გავხსნათ წყალში. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გავადნოთ ჟელატინი.

კარგად ავთქვიფოთ კრემჩიზი შაქართან ერთად, დავუმატოთ ნაღები, ვანილი, ლიმნის ცედრა და წვენი. დავუმატოთ ჟელატინი და ფრთხილად მოვურიოთ.

თანაბრად გადავანაწილოთ ამ მასის ნახევარი გაციებულ ძირზე და შევდოთ ისევ მაცივარში დაახლოებით 1 საათით, შემდეგ კი გამოვიღოთ, დავალაგოთ ზევიდან მარწყვის ნახევარი და მოვაფშვნათ დარჩენილი ორცხობილა, ზევიდან კი კრემჩიზის მეორე ნახევარი. ბოლოს ისევ მარწყვი. შევდოთ ისევ მაცივარში მინიმუმ 1-2 საათით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page