საუკეთესო საზაფხულო სენდვიჩი
ძალიან გემრიელი და ძალიან საზაფხულო სენდვიჩი- მშვენიერი ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე, ვახშამი ან სულაც ლანჩი.
დაგვჭირდება:
150 გ რიკოტა
1 მწიფე ავოკადო
300 გ პომიდორი ჩერი
4 პატარა მარგალიტა-ხახვი
1 ლიმნის ცედრა და წვენი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
2 ჩ.კ. მოხალული სეზამის მარცვლები
4 ნაჭერი პური (მარწვლეულის პური იქნება იდეალური)
რიკოტას შევურიოთ ლიმნის ცედრა, ზეთი, მარილი და წიწაკა. კარგად გადავუსვათ ეს მასა პურს. შემდეგ დავალაგოთ პურზე თხლად დაჭრილი ავოკადო და მოვასხუროთ ლიმნის წვენი. სევიდან ლამაზად დავალაგოთ შუაზე გაჭრილი ჩერი და რგოლებად დაჭრილი ხახვი. მოვაყაროთ მოხალული სეზამის მარცვლები, ოდნავ მარილი და წიწაკა და მოვასხათ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!