top of page

ქორჭილა ახალი ნივრის სოუსში


დაგვჭირდება:

2 საშუალო ზომის ქორჭილა (შეგიძლიათ გამოიყენოთ კალმახ ან რომელიმე სხვა თევზი, თქვენ გემოვნებით)

1 თავი ახალი ნიორი

200 მლ ნაღები (15 %)

პატარა კონა კამა

მარილი

თეთრი წიწაკა

ზეითუნის ზეთი

ნიორი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვასხათ ნაღები, მარილი, თეთრი წიწაკა და დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა.

თევზი კარგად გავწმინდოთ და შევწვათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე, ზეთიან ტაფაზე დაახლოებით 4-4 წუთი ორივე მხრიდან.

გამოვრთოთ ქურა და მვასხათ თევზს ნაღების სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page