ტარტი სტაცურით და სამი ყველით
სანამ სატაცურის სეზონი არ გასულა, ამ ტარტის რეცეპტიც მინდა შემოგთავაზოთ. ნამდვილად ძალიან გემრიელი და პიკანტურია.
დაგვჭირდება:
250 გ ფენოვანი ცომი
1 კონა ნორჩი სატაცური
2 ღერი ახალი ნიორი
1 ლიმნის ცედრა
1 თავი ხახვი
რამდენიმე ღერი ბეგქონდარა
1 კვერცხი
100 მლ ნაღები
100 გ პარმეზანი
100 გ რიკოტა
100 გ გრუიერი
მარილი
წიწაკების მიქსი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
სატაცური მოვწალოთ, შემდეგ კი მოვბრაწოთ ზეთში.
ცომი გავაბრტყელოთ, ზევიდან დავალაგოთ სატაცური, რგოლებად დაჭრილი ხახვი, ნიორი.
კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, შევურიოთ ნაღები, ლიმნის ცედრა და გახეხილი ყველი. გავანაწილოთ ეს მასა ცომზე. მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, ბეგქონდარა და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!