ქათმის ფილე ალუბლის სოუსში
ნელ-ნელა ალუბალიც შემოვიდა და დღეს მოვამზადებთ უგემრიელეს ალუბლის სოუსს ხორცისთვის. ამ დღეებში ალუბალთან ერთად ღორის და ხბოს ხორცს მოვამზადებთ, დღეს კი ქათმის ფილეს გამოვიყენებთ.
დაგვჭირდება:
4-6 ფილეს ნაჭრი
250-300 გ უკურკო ალუბალი
50 მლ წითელი მშრალი ღვინო
1 ღერი ბეგქონდარა
1თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
მარილი
წიწაკების მიქსი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
10 გ კარაქი
ფილეს წავუსვათ მარილი და წიწაკები და შევწვათ ჯერ ტაფაზე ორივე მხრიდან, შემდეგ კი 15 წუთით შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, ან შევწვათ გრილზე.
ამასობაში, ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ. დავამატოთ ალუბალი, მოვურიოთ და 1-2 წუთში დავამატოთ ღვინო და ბეგქონდარა. ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთი, შემდეგ დავამატოთ წიწაკა და მარილი.
თეფშზე გადავიტანოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები და მოვასხათ სოუსი.
გემრიელად მიირთვით!