ბერძნული სალათი ნივრიანი ვინეგრეტის სოუსით
დაგვჭირდება:
1 კონა სალათის ფოთლები
3 მწიფე მოზრდილი პომიდორი ან 10-15 ცალი პომიდორი ჩერი
1 კიტრი
1 თავი წითელი ხახვი
1მწვანე ბულგარული წიწაკა
120 გ ყველი ფეტა
10-15 ცალი უკურკო ზეთის ხილი
დრესინგისთის:
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. ლიმნის წვენი
1 კბილი ნიორი
0,5 ჩ.კ. ორეგანო
მარილი
შავი წიწაკა
ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, დაჭყეტილი ნიორი, მარილი, შავი წიწაკა და ორეგანო კარგად ავთქვიფოთ ერთად.
სალათის ფოთლები კარგად გავრეცხოთ, გფავამშრალოთ და ჩავდოთ ჯამში. დავუმატოთ პომიდორი, კიტრი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, ზეთის ხილი და კუბებად დაჭრილი ფეტა.
მირთმევის წინ მოვასხათ დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!