შებრაწული ქათმის ბარკლები ლაიმის, ნივრის და ქინძის საკმაზით
Manana
3 июн. 2016 г.
1 мин. чтения
ვის არ უყვარს შებრაწული ქათმის ხორცი? მით უმეტეს, თუ ამ ხორც ჩვენ არომატული საკმაზით კიდე უფრო გავაგემრიელებთ.
დაგვჭირდება:
4 ბარკალი თავის გადანახსენით
3 კბილი ნიორი
პატარა კონა ქინძი
1 ლაიმის ცედრა
2ლაიმის წვენი
ცხარე მწვანე წიწაკა
მარილი
1 ჩ.კ. თაფლი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, თაფლი, მწვანე წიწაკა, მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი, ლიმნის ცედრა და წვენი კარგადავურით ერთად. ჩავდოთ ამ მარინადში ქათმის ბარკლები და გავაჩეროთ ასე 4-6 საათი (ან მთელი ღამე).
შემდეგ ამოვიოთ ხორცი მარინადიდან და შევწვათ კარგად გახურებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. ამის შემდეგ კი შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და იქ დავასრულოთ ხორცის მომზადება.