top of page

არაჩვეულებრივი ჩიზქეიქი კენკრით


შაბათ-კვირას შეგვიძლია გავანებივროთ საკუთარი თავი ამ საოცარი დესერტით. ულამაზესი და უგემრიელესია, თან ძალინა მარტივად მზადდება.

დაგვჭირდება:

300 გ ბისკვიტები (შეგიძლიათ გამოიყენოთ ტირამისუს ბსიკვიტები, გამოაცხოთ ანგელოზის ბისკვიტი, ან ნებისმიერი, თქვენი გემოვნებით)

500 გ კრემჩიზი

200 გ მაღალცხიმანი ნაღები

1 ლიმნის ცედრა და წვენი

125 გ შაქარი

ვანილი

დასანამად:

1 ს.კ. კონიაკი ან რომი

2 ს.კ. შაქარი

100 მლ წყალი

500 გ კენკრა (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი)

პიტნის ფოთლები მოსართავად

კარგად ავთქვიფოთ კრემჩიზი შაქართან ერთად, დავუმატოთ ნაღები, ვანილი, ლიმნის ცედრა და წვენი.

ყველაზე ლამაზი ხილი გადავდოთ ცალკე (დაახლოებით 100-150 გ), დანარჩენი გავყოთ ორ ნაწილად.

მოვხარშოთ სიროპი დასანამად: ავადუღოთ წყალიდ ა შაქარი, ვადუღოთ, სანამ შაქარი არ გადნება, დავუმატოთ რომი და გამოვრთოთ ქურა.

მოვასხუროთ ეს სანამი ბისკვიტებს.

ჩიზქეიქი შეგიძლიათ პატარა პორციულ ფორმებშიც მოამზადოთ და ერთ დიდ, ლამაზ ფორმაშც. ჩვენ სწორედ ასე მოვიქცევით. ფორმაში თანაბრად გადავანაწილოთ კრემის მესამედი, ზევიდან მოვაყაროთ კენკრას ერთი ნაწილი, დავალაგოთ ბისკვიტები, ზევიდან გადავუსვათ კრემის მეორე ნაწილი, შემდეგ ისევ კენკრა, ბისკვიტი და ისევ კერემი. ზევიდან მოვაყაროთ გადარჩეული კენკრა და შევდოთ ჩვენი არაჩვეულებრივი ჩიზქეიქი მაცივარში მინიმუმ 1-2 საათით. მოვრთოთ ჩვენი დესერტი პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page