top of page

ქათმის კაპრეზე

  • 6 июн. 2016 г.
  • 1 мин. чтения

ცნობილი იტალიური სალათი კაპრეზე გავამდიდრეთ გრილზე შმეწვარი ქათმით და გამოვიდა ძალიან გემრიელი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი კერძი.

დაგვჭრდება:

2 ქათმის ფილე

2 პომიდორი

150 გ მოხარელა

მარილი

შავი წიწაკა

ბაზილიკი (ან შაშკვლავი)

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ცოტა ბალზამიკო

ხორცი კარგად გავრეცხოთ, გავყოთ ორ ნაწილად, დავბეგვოთ და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ გრილზე ან გახურებულ ტაფაზე. ტაფას მოვასხათ ზეთი და დავმატოთ კარაქი.

მოცარელა დავჭრათ რგილებად, ასევე პომიდორიც.

ავაწყოთ კაპრეზე: ხორცს დავადოთ მოცარელა, შემდეგ ბაზილიკის ფოთლები და პომიდორი. მოვასხათ ცოტაოდენი ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი. ქათამი-კაპრეზე მზადაა.

ასევე შეგიძლიათ შედოთ გამზადებული კაპრეზე 10 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხოთ. ამ შემთხვევაში ყველი დადნება და პომიდორი მოითუშება.

გემრიელად მიირთვით!

Комментарии


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page