ცუკინი, ფეტა და პიტნის ტარტი
- 6 июн. 2016 г.
- 1 мин. чтения

ცომისთვის დაგვჭირდება:
150 გ კარაქი
1 კვერცხი
2 ჭ. ფქვილი
2-3 ს.კ. ცივი წყალი
1/2 ჩ.კ. მარილი
შიგთავსისთვის:
2-3 ცუკინი
250 გ ფეტა
1 თავი ხახვი
პატარა კონა პიტნა
შავი წიწაკა
ზეითუნის ზეთი
250 მლ ნაღები
3 კვერცხი
კარაქი, ფქვილი კარგად ავკეპოთ, დავუმატოთ მარილი, კვერცხი და ცივი წყალი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ მაცივარშ 1 საათით.
ცუკინი დავჭრათ ძალიან თხლად, მოვბრაწოთ ზეთში, ასევე მოვბრაწოთ ხახვი.
ფეტა დავჭრათ კუბებად.
ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ერთი მოზრდილი (24-26 სმ დიამეტრის) ტარტის ფორმაში ან პატარა ტარტალეტკების ფორმებში, ფავჩხვლიტოთ ჩანგლით. გავანაწილოთ ცომზე ხახვი, ცუკინი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, ზევიდან -ფეტა.
ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ნაღები, მარილი, წიწაკა და მოვასხათ ეს მასა ტარტს.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთი.
გამომცხვარ ტარტს მოვაყაროთ პიტნა.
გემრიელად მიირთვით!


Комментарии