top of page

ალუბლის და შოკოლადის ჩიზქეიქი


გერმანული ალუბლის ტორტი Schwarzwäldertorte მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი დესერტია. ასევე, ძალაინ გემრიელია ამერიკული ჩიზქეიქი ნიუიორკერი.

ამ ორი არაჩვეულებრივი დესერტის კომბინაციით ისეთი საოცარი რამე მივიღე , რომ აუცილებალდ უნდა გაგიზიაროთ.

ძირისთვის დაგვჭირდება:

300 გ შოკოლადის ორცხობილა

100 გ კარაქი

შიგთავსისთვის დაგვჭირდება:

700 გ კრემჩიზი

100 გ შაქარი

200 მლ 33% ნაღები

100 მლ ალუბლის ნაყენი (ე.წ. "ვიშნევკა")

3 კვერცხი

ვანილი

1 ს.კ. სახამებელი

500 გ ალუბალი

შოკოლადის განაშისთვის:

6 ს.კ. შაქარი

3 ს.კ. კაკაო

9 ს.კ. მდუღარე წყალი

50 გ კარაქი

ორცხობილა კარგად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ დამდნარი კარაქი. ჩავდოთ ეს მასა საცხობ ფორმაში და კარგად დავტკეპნოთ.

შევდოთ ჩვენი ძირი 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10წუთით.

სანამ ძირი გრილდება,მოვამზადოთ შიგთავსი: მიქსერის დაბალ სიჩქარეზე კარგად ავთვიფოთ კრემჩიზი და შაქარი, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ ნაღები და ისევ მოვურიოთ, შემდეგ ალუბლის ნაყენი, სახამებელი, ვანილი. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასა.

გამოცხვარ შოკოლადის ძირზე დავალაგოთ კურკაგამოცლილი ალუბლები, დავასხათ ფრთხილად კრემჩიზი და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით საათნახევარი-ორი საათით.

გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ ღუმელშივე და შემდეგ შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

მოვამზადოთ შოკოლადის განაში: კარგად ავურიოთ კაკაო და შაქარი, დავუმატოთ მდუღრე წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ დავუმატოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.

განაში რომ შეგრილდება, გასქელდება. მოვასხათ ჩვენ ჩიზქეიქს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page