კრევეტების სალათი ავოკადოთი და სიმინდით
დაგვჭირდება:
1 კონა მწვანე სალათის ფოთლები
1 მწიფე ავოკადო
200 გ სამეფო კრევეტი
6 ფირფიტა ბეკონი
1 პატარა ქილა სიმინდი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონის წვენი
მარილი
შავი წიწაკა
კრევეტები კარგად გავასუფთავოთ და შევწვათ ტაფაზე. ასევე, ცოტა შევბრაწოთ დაჭრილი ბეკონი.
სალთის ფოთლებს დავუმატოთ სიმინდი, დაჭრილი ავოკადო, მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ კრევეტები, ბეკონი, მარილი და წიწაკა და კარგად მოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!